Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იკარდის ტრანსფერს უბრუნდება

ჩელსიდან ტამი აბრაჰამის ტრანსფერის გართულების შემდეგ, რომელიც არსენალში გადასვლასთან არის ახლოს, რომა პსჟ-ს არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის ვარიანტს უბრუნდება.

პსჟ-ში ლეო მესის მისვლის შემდეგ, მაურო იკარდის სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება, რითიც არგენტინელი ფორვარდი კმაყოფილი ნამდვილად არ არის და გუნდის დატოვებას სერიოზულად ფიქრობს.

Il Tempo-ს ინფორმაციით, პსჟ მზად არის იკარდი რომაში იჯარით გაუშვას, შემდგომში 35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით და სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად იკარდი უნდა იყოს.