Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იკარდის უმიზნებს

ჟოზე მოურინიოს რომაში მისვლის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ჯალოროსის ხმაურიან ტრანსფერებს უკავშირებენ და ისკოს შემდეგ, იტალიურ მედიაში რომას მაურო იკარდიც დაუკავშირეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფონსეკას გუნდიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა ედინ ჯეკო რომას შემადგენლობაში დარჩეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯალოროსი ახალგაზრდა ფორვარდის დამატებას არ გეგამვს.

იკარდი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით პსჟ-ს დატოვებს და წყაროს ცნობით, მისი პრიორიტეტი იტალიაში დაბრუნებაა. რომას გარდა, იკარდის იუვენტუსსაც უკავშირებენ, მაგრამ ტურინელები დიდი ალბათობით ალვარო მორატას იჯარას გაახანგრძლივებს და არგენტინელი ფორვარდისთვის ერთადერთი ვარიანტი რომა იქნება.

გათიშვა