Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იმედოვნებს, რომ ოლივეირა მომდევნო ტურისთვის გუნდის განაცხადში იქნება

რომა პორტუსთან სერჟიო ოლივეირას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობს და Sky Sport Italia-ს ცნობით, ჟოზე მოურინიოს იმედი აქვს, რომ თანამემამულე ჯალოროსის განაცხადში კვირას, კალიარისთან მატჩში მოხვდება.

წყაროს ცნობით, რომამ ფეხბურთელისგან ტრანსფერზე მწვანე შუქი უკვე მიიღო და პორტუსთან მოლაპარაკებების ბოლო სტადიაზეა.

29 წლის ნახევარმცველი ჯალოროსის 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, რის სანაცვლოდაც რომა 1.5 მილიონს გადაიხდის და შემდგომში მისი გამოსყიდვა 12 მილიონად შეეძლება, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება.