Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ინტერის ვინგერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით რომა ინტერის მარცხენა გარემარბის ივან პერიშიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

პერიშიჩს ნერაძურისთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და ფინანსურ კრიზისში მყოფი ინტერი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ რომასთვის ყველაზე დიდი დაბრკოლენა ფეხბურთელის ხელფასი იქნება.

პერიშიჩი ინტერის რიგებში სეზონში 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ამ თანხის გადახდას კი ჯალოროსი არ აპირებს და თუ 32 წლის ხორვატს მგლების რიგებში თამაში სურს, ხელფასის შემცირება მოუწევს.