Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ინტერში ჯეკოს არ გაუშვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერს რომადან ედინ ჯეკოს გაფორმება გაუჭირდება, რადგან ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით ბოსნიელი ფეხბურთელი ჯალოროსის რიგებში დარჩება.

ნერაძური რომელუ ლუკაკუს პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და ერთ-ერთი ვარიანტი რომას ბოსნიელი ვეტერანი ფორვარდი იყო, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, ჯეკო მომდევნო სეზონში რომას მნიშნელოვანი ფეხბურთელი იქნება და მგლები მის გაშვებას არ აპირებენ.