Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იუვენტუსის ნახევარმცველით ინტერესდება

აარონ რემსის ტურინული კარიერა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება, რადგან იტალიურ მედიაში მისი იუვენტუსიდან წასვლის შესახებ საუბრები არ წყდება.

რემსის სახელს გასული კვირეების განმავლობაში რამდენიმე ინგლისურ გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, უელსელ ფეხბურთელს მსურველი სერია ა-შიც გამოუჩნდა.

წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილი რომამ გამოთქვა, რომელიც მზად არის რემსი ზამთარში იჯარის წესით აიყვანოს და ფეხბურთელის ხელფასის 50 პროცენტი, ანუ 3.5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

იუვენტუსს რემსისთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს, თუმცა თავად ფეხბურთელი ხელშეკრულების გაუქმების სანაცვლოდ ხელფასის სრულად გადახდას ითხოვს, რაც ბიანკონერის გეგმებში არ შედის და შესაძლოა რომაში მისი იჯარით გაშვება ერთადერთი ვარიანტი აღოჩნდეს.

წყაროს ცნობით, ჟოზე მოურინიოს რემსის საკუთარ გუნდში ხილვა ჯერ კიდევ ტოტენჰემში ყოფნის დროს უნდოდა და უელსელი ფეხბურთელის გაფორმება მისი პირადი მოთხოვნაა…