Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა, იუვენტუსი და ინტერი ჟირუს ტრანსფერით კვლავ ინტერესდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ოლივიე ჟირუს დამატებას სამი იტალიური გუნდი: იუვენტუსი, ინტერი და რომა ეცდებიან.

FCInterNews-ის მტკიცებით, ჩელსი ვეტერან ფორვარდს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს და ნებისმიერ მსურველს მისი გაფორმება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება. გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, იუვენტუსმა, რომამ და ინტერმა ფრანგი ფორვარდის დამატება არაერთხელ სცადეს და სამივე მათგანი მცდელობას არც ზაფხულში დააკლებენ.

წყაროს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელის გაფორმების ფავორიტი, ანტონიო კონტეს ფაქტორიდან გამომდინარე, ინტერი მოიაზრება, რომელიც უკვე დიდი ხანია რომელუ ლუკაკუს დამხმარეს ეძებს.