Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა – იუვენტუსი პრევიუ, შემადგენლობები და პირდაპირი

პირდაპირი ეთერის ლინკი 1; ლინკი 2; ლინკი 3

ტურის ცენტრალური შეხვედრა რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს რომა და ტურინის იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.

ანდრეა პირლოს წინ პირველი სერიოზული გამოცდა ელის და მაესტრო შეეცდება, რომ სამპდორიასთან დაწყებული წარმატებული სვლა, სადაც ბიანკონერიმ 3 – 0 იმარჯვა, გააგრძელოს.

გასულ ტურში რომას მატჩიც 3 – 0 დასრულდა, თუმცა ჯალოროსიმ იმ მატჩში ვერონასთან მოულოდნელი მარცხი იწვნია და დღევანდელ შეხვედრაში რეაბილიტაციას შეეცდება.

რომას დღევანდელ მატჩში ნიკოლო ძანიოლო დააკლდება. ახალგაზრდა იტალიელმა მუხლზე კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა მიიღო და მას მინიმუმ 4 – 5 თვე გაუცდება. საეჭვოა დიეგო პეროტის თამაშიც, რომელმაც ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა ასეთი დონის მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად არ არის.

მატჩს დანაკლისით ხვდება ტურინის იუვენტუსიც. ბიანკონერის დღევანდელ შეხვედრაში ალექს სანდრო, ფედერიკო ბერნარდესკი, სამი ხედირა და დე ლიხტი ვერ დაეხმარებიან.