Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა იუვე – ნაპოლის მატჩის გადადებით უკმაყოფილოა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო და 17 მარტის ნაცვლად შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.

ჯალოროსის ნაპოლისთან მომდევნო კვირის ბოლოს უწევს თამაში და მათი აზრით, პარტენოპეის ეს გადაწყვეტილება დაეხმარება, რომ ოლიმპიკოზე გასამართ მატჩს უფრო დასვენებული შეხვდეს.

„ჩვენ ვითხოვთ განმარტებას სპორტული თვალსაზრისით თუ რატომ გაიდაიდო მატჩი იუვენტუსსა და ნაპოლის შორის, რადგან ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება ნაპოლის სასარგებლოდ იქნა მიღებული და სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.“ ვკითხულობთ რომას ოფიციალურ წერილში, რომელიც ჯალოროსიმ სერია ა-ს მიწერა.