რომა კარსდორპის მსურველის პოვნას ვერ ახერხებს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დასასრულს უახლოვდება, რომა კი რიკ კარსდორპის მსურველის პოვნას ვერ ახერხებს.
SportItalia-ს ცნობით, ჯალოროსიმ ნიდერლანდელის იჯარის თაობაზე არაერთი წინადადება მიიღო, მაგრამ რომას ფეხბურთელის არენდით გასხვისება არ სურს და მისი საბოლოოდ გაყიდვის იმედი აქვს.
წყაროს ინფორმაციით, კარსდორპის გუნდიდან წასვლის შანსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძალიან მცირეა და დიდია ალბათობა, რომ ის სეზონის ბოლომდე გუნდის განკარგულებაში დაბრუნდეს.