Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა კლუვერტს ლაიფციგში უშვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯასტინ კლუვერტი ლაიფციგში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

პატრიკ კლუვერტის შვილი რომას 2018 წელს აიაქსიდან, 17.25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა ლაიფციგს მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა.

კლუვერტმა რომას მაისურით 68 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.