Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა კრისტანტეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, რომას ბრაიან კრისტანტესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მასთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

26 წლის ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება მგლებთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მოურინიო მას გუნდის მნიშნელოვან წევრად მიიჩნევს და ჯალოროსი მზად არის ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.