Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ლილის მცველით ინტერესდება

იტალიური წყაროების ინფორამციით, რომა ლილის ცენტრალური მცველის სვენ ბოტმანის ტრანსფერით ინტერესდება.

SportMediaset-ის ცნობით, რომამ ლილისგან 21 წლის უკანახაზელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და უახლოეს პერიოდში ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკებებს წამოიწყებს.

წყაროს ცნობით, ფრანგები ახალგაზრდა ნიდერლანდელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ.