Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ლოპესის სანაცვლოდ 12 მილიონს მიიღებს

რომას საკუთრებაში მყოფი კიპერი პაუ ლოპესი მარსელს რამდენიმე დღეში ოფიციალურად შეუერთდება.

27 წლის ესპანელი ფრანგულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს და კონრაქტის მიხედცვით, თუ ის მოედანზე 20-ჯერ გამოჩნდებოდა, მარსელს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებოდა.

ლოპესს ამ სეზონში უკვე 21 შეხვედრა დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მარსელში დარჩება, რომა კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონს მიიღებს.