Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მაიორალს და ვილარს ხეტაფეში უშვებს

იტალიური წყაროების ცნობით, რომას ფეხბურთელები ბორხა მაიორალი და გონსალო ვილარი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლიან და ორივე მათგანი ხეტაფეს რიგებს შეუერთდებიან.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ორივე ფეხბურთელი ხეტაფეს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება და მათ სეზონის ბოლოს ვილარის გამოსყიდვის საშუალება ექნებათ, ბორხა მაიორალის ბედი კი, რომელიც მადრიდის რეალის საკუთრებაშია და რომაში იჯარის წესით თამაშობდა, სამეფო კლუბი გადაწყვეტს.

რომას დატოვებს რიკარდო კალაფიორიც, რომელიც არენდით ჯენოას რიგებს შეუერთდება.