Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა მანჩესტერს გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჯალოროსი მანჩესტერს კრის სმოლინგის ტრანსფერზე კიდევ ერთი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და იმედი აქვს, რომ ტრანსფერის დახურვას მოახერხებს.

ბოლო დღეებში ინტერის მხრიდან კრის სმოლინგის მიმართ ინტერესზე ბევრი დაიწერა და მგლები კონკურენციის თავიდან ასაცილებლად სმოლინგის ტრანსფერის დახურვას უმოკლეს დროში ცდილობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რომა მანჩესტერს 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც მოთხოვნილ 20 მილიონთან ძალიან ახლოს არის და არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხუროს.