Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა, მილანი და ინტერი იოვიჩის ტრანსფერისთვის იბრძვიან

ესპანური AS-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალმა ლუკა იოვიჩის იჯარით გაშვება გადაწყვიტა და ყველაზე რეალურ კანდიდატებად რომა, ინტერი და მილანი მიიჩნევიან.

მადრიდის რეალს სერბი ფეხბურთელის გასასხვისებლად 1 კვირა დარჩა და მოლაპარაკებებს ერთდროულად რამდენიმე გუნდთან აწარმოებს.

ბრაჰიმ დიასის შემდეგ, ჩამოთვლილ 3 გუნდს შორის ფავორიტად მილანი მიიჩნეოდა, თუმცა Il Tempo-ს მტკიცებით ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს ჯერჯერობით რომაა, რომელიც იოვიჩს რეგულარულ სათამაშო დროს  ჰპირდება.