Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მინიმუმ ერთი ტრანსფერის განხორციელებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დუგლას ლუისს, ლოფტუს-ჩეკს ან ტოლისოს დამატებას გეგმავს, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდი რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვას მოახერხებს.

ჯალოროსიმ, რომელმაც იტალიაში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ყველაზე მეტი ფული დახარჯა, სერია ა შესანიშნავად დაიწყო და ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ ჟოზემ აღნიშნა, რომ შემადგენლობის გაძლიერებას კვლავ ელოდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს ცენტრალური ნახევარმცველის დამატება სურს და ასტონ ვილას 23 წლის დუგლას ლუისი მისი პრიორიტეტია, მაგრამ ინგლისელები მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვენ და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ რომამ ამ თანხის გადახდა მოახერხოს.

მისი ალტერნატიული ვარიანტები ტოლისო და ლოფტუს-ჩეკია, მაგრამ პირველი მათგანის გაფორმება გაცილებით მარტივია, რადგან მისი კონტრაქტი ბაიერნთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.