Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მოურინიოს გაშვებას არც კი განიხილავს

ჟოზე მოურინიოს რომა ტრავმებისა და საკადრო პრობლემების ფონზე არასტაბილურად თამაშს განაგრძობს და იტალიურ მედიაში მისი გუნდიდან წასვლაზე უკვე ალაპარაკდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ჯალოროსი პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვებას არც კი განიხილავს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მოურინიოს გუნდის ხელმძღვანელობისგან სრული მხარდაჭერა აქვს. ზამთარში ჯალოროსის წარმომადგენლები მოურინიოს მოთხოვნილი ფეხბურთელების გაფორმებას გეგმავენ და პროექტს, რომელიც მოურინიოს მისვლის შემდეგ დაიწყო, საფრთხე არ ემუქრება.