Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მოურინიოს დათხოვნას არც კი განიხილავს

ჟოზე მოურინიომ და მისმა რომამ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში ჯალოროსიმ საგრძნობლად მოუკლო და იტალიურ მედიაში მისი გუნდიდან წასვლის შესახებაც კი ალაპარაკდნენ.

მოურინიომ 21 მატჩში უკვე 9 შეხვედრა წააგო, რაც ბოლო 43 წლის განმავლობაში ჯალოროსისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა ‘გამორჩეულის’ გაშვებას არც კი განიხილავს.

წყაროს ცნობით, რომა მოურინიოსთვის სასურველი ფეხბურთელების გაფორმებას გეგმავს და მწვრთნელს გუნდის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა აქვს.