Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მოურინიოს 14 აგვისტოს წარადგენს

ჟოზე მოურინიო Stadio Olimpico-ზე ჯალოროსის ქომაგების თვალწინ თავის პირველ მატჩს ჯალოროსის თავკაცის ამპლუაში 14 აგვისტოს, მოროკოული რაჯა ატლეტიკის წინააღმდეგ გამართავს.

ჯალოროსი ამხანაგურ მატჩს უახლოეს საათებში გააოფიციალურებს, რომლის დაწყებამდე გუნდი მოურინიოს და მომდევნო სეზონის შემადგენლობას წარუდგენს.

ეს იქნება პირველი მატჩი 2020 წლის თებერვლის შემდეგ, რაც Stadio Olimpico-ზე რომა ქომაგები დასწრებას მოახერხებენ. ჯალოროსის სტადიონზე ქომაგთა 50 პროცენტის მიღების საშუალება ექნება, თუმცა თითოეულ მათგანს მწვანე საშვის ქონა მოუწევს.