Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა მხითარიანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რომა ჰენრიხ მხითარიანს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.

სომეხმა ფეხბურთელმა გასული სეზონი რომაში იჯარის წესით გაატარა, შემდეგ კი არსენალთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და რომას სრულფასოვანი წევრი გახდა.

რომაში გამოჩენის დღიდან მხითარიანი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და მის ანგარიშზე რომას მაისურით ჩატარებულ 48 მატჩში 9 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

მისი ახლანდელი ხელშეკრულება რომაელებთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ფონსეკას მოთხოვნით ჯალოროსი 31 წლის ფეხბურთელს კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს.