Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ოდრიოსოლას არ ივიწყებს

რომა რიკ კარსდორპის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, ჯალოროსის პრიორიტეტული სამიზნე კვლავ რეალის ფეხბურთელი ალვარო ოდრიოსოლა გახლავთ.

კარსდორპის გუნდიდან ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ფეხბურთელის აგენტი მისთვის ახალ გუნდს აქტიურად ეძებს, რომა კი ზაფხულამდე მოცდას არ აპირებს და მისი შემცვლელის დამატება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

Il Messaggero-ს ცნობით, რომას წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და კარსდორპის წასვლის შემდეგ, ჯალოროსი რეალს ოფიციალური წინადადებით მიმართავს.