Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ოლივეირას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

მაიტლანდ-ნაილსის გაფორმების შემდეგ, ჯალოროსი გუნდის სხვა სამიზნეებზე გადართვას გეგმავს და ამჯერად მათი პრიორიტეტი პორტუს ნახევარმცველი სერჟიუ ოლივეირა გახლავთ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო თანამემამულეს უკვე ესაუბრა და დაარწმუნა, რომ რომაში გადაბარგდეს, ახლა კი ჯალოროსის საერთო ენის გამონახვა უშუალოდ პორტუსთან მოუწევს.

პორტუგალიელებს ოლივეირას სანაცვლოდ 12-15 მილიონის მიღება სურთ, ჯალოროსი კი იმედოვნებს, რომ მისი იჯარით აყვანას მოახერხებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.