Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა: პელეგრინიმ კორონა ვირუსი დაამარცხა

რომას ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ გუშინ კორონა ვირუსზე ტესტი ჩაიტარა და საბედნიეროდ, მისი პასუხი უარყოფითი მოვიდა. ფეხბურთელი დიდი ალბათობით მოედანს მომავალ კვირას, ევროპა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩში დაბრუნდება, სადაც რომას მეტოქე კლუჟი იქნება.

24 წლის ფეხბურთელმა ინფორმაცია ინსტაგრამის მეშვეობით დაადასტურა:“ როგორც იქნა, ჩემი პასუხი ვირუსზე უარყოფითია და მოედანს ვუბრუნდები!“

აქვე მოგახსენებთ, რომ ედინ ჯეკომ ვირუსის დამარცხება ჯერჯერობით ვერ მოახერხა და რომას ევროპა ლიგაზე დიდი ალბათობით ბოსნიელის გარეშე მოუწევს თამაში.