Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა პელეგრინისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

დღეს ლორენცო პელეგრინის აგენტი ჯამპიერო პოჩეტა რომას დირექტორს ტიაგუ პინტუს შეხვდა და მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე დაიწყეს მუშაობა.

პელეგრინის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მისი გაფორმებით ტოტენჰემი ინტერესდება. ლორენცოს კონტრაქტში არის მითითებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 30 მილიონად შეუძლია, თუმცა ეს პუნქტი აქტიობას 9 დღეში კარგავს.

Sky Sport-ის ინფორამციით, რომა ფეხბურთელს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას და ხელფასის მნიშვნელოვნად ზრდას სთავაზობს, ახალ ხელშეკრულებაში კი გამოსასყიდი პუნქტი მითითებული აღარ იქნება.