Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა პორტუგალიელ კიპერს იმატებს

იტალიური მედიის ცნობით, რომა ვულვზის კიპერის რუი პატრისიოს დამატებასთან ახლოს არის.

33 წლის პორტუგალიელი კარის დარაჯი მოურინიოს პირველი არჩევანი გახლდათ და ის გუნდის ძირითადი მეკარე იქნება.

SportItalia-ს ცნობით, ჯალოროსი ფეხბურთელს 7 მილიონის სანაცვლოდ დაიმატებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.