Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა რეინოლდსის გაფორმებას იანვარში ეცდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, რომა ბრუნო პერესს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს და მის მაგივრად დალასის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ბრაიან რეინოლდსის დამატებას შეეცდება.

19 წლის ფეხბურთელი MLS-ში შესანიშნავად ასპარეზობს და არაერთი გრანდის ყურადღება მიიქცია. რომას წინააღმდეგობას ტურინის იუვენტუსი უწევს და უესტონ მაკკენის ფაქტორის გათვალისწინებით ჯერჯერობით ისინი ფავორიტებად მიიჩნევიან.

პერესი რომას 2016 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო, თუმცა მისი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და ჯალოროსის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას.