რომა რეინოლდსის ტრანსფერზე გააქტიურდა
Calciomercato-ს ინფორმაციით< რომა დალასის უკანახაზელის, ბრაიან რეინოლდსის ტრანსფერზე გააქტიურდა.
წყაროს ცნობით, რომას დირექტორმა ტიაგო პინტუმ დალასის დექნიკურ დირექტორს უკვე დაურეკა და მოლაპარაკებები გამართა.
ჯალოროსი ამერიკელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს დაბონუსებს სთავაზობს, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და სეზონში ანაზღაურების სახით 1 მილიონ ევროს.