Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა სარის უახლოეს დღეებში შეხვდება

იტალიური მედიის ინფორამციით, რომამ მაურიციო სარისთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში ჩანიშნა.

ჯალოროსი აიაქსთან განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება, თუმცა პაულო ფონსეკას ბედი რომას რიგებში ფაქტობრივად გადაწყვეტილია და გუნდის ხელმძღვანელობას მისი ჩანაცვლება მაურიციო სარით სურს.

SportItalia-ს ინფორმაციით, მხარეები მიმდინარე კვირაში შეხვდებიან და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ჩაიბარებს თუ არა რომას იუვენტუსის და ჩელსის ყოფილი თავკაცი.