Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა საფრანგეთში კიდევ 2 ფეხბურთელს გაუშვებს

რომამ რამდენიმე დღის წინ პაუ ლოპესი და ჩენგის უნდერი ოფიციალურად მარსელში გაანათხოვრა, თუმცა ჯალოროსი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ისეთ ფეხბურთელების მოშორებას განაგრძობს, რომლებიც მოურინიოს გეგმებში არ შედიან.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, უახლოეს საათებში ჯასტინ კლიუვერტი ნიცას რიგებს შეუერთდება, რობინ ოლსენი კი ლილში ტრანსფერთან არის ახლოს.

დი მარციოს ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი გუნდებს იჯარის წესით შეუერთდებიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.