Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა სმოლინგის აგენტს შეხვდა

რომა კრის სმოლინგის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას განაგრძობს და გუშინ მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯალოროსიმ ბრიტანელ ფეხბურთელს, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივება, ხელფასის სახით კი 2.5 მილიონი ევრო შესთავაზა.

წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი რომაში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მას შეთავაზებული ხელფასი არ აკმაყოფილებს, ამიტომ მხარეებს საერთო ენის გამოსანახად მოლაპარაკებების გაგრძელება მოუწევთ.