Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა სმოლინგის გაფორმებას ვერ ახერხებს

BBC Sport-ის ინფორმაციით, კრის სმოლინგის რომაში ტრანსფერი ჩაშლის პირად არის.

წყაროს მტკიცებით, მანჩესტერმა რომას ბოლო წინადადება – 15 მილიონი ევრო უარით გაისტუმრა და ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

სმოლინგი, რომელმაც რომაში გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა, ჯალოროსის რიგებში დაბრუნებაზე ოცნებობს და მზად არის, რომ ხელფასი გაინახევროს კიდეც, თუმცა როგორც ჩანს, მას მომავალი სეზონის გატარება წითელი ეშმაკების რიგებში მოუწევს.