Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა სმოლინგის ტრანსფერზე კვლავ აქტიურობს

პატრიკ შიკის ლევერკუზენში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ჩეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯალოროსი 27 მილიონ ევროს მიიღებს და მიღებულ თანხას კრის სმოლინგის ტრანსფერში დააბანდებს.

მანჩესტერ იუნაიტედის ცენტრალური მცველი, რომელმაც გასული სეზონი რომაში იჯარის წესით გაატარა, სხვა ყველა წინადადებას უარით ისტუმრებს და მას მარადიულ ქალაქში სურს დაბრუნდება.

სმოლინგთან ერთად რომა მის ალტერნატივებზე უკვე მუშაობს და იმ შემთხვევაში, თუ მანჩესტერთან ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ჯალოროსი ატლეტიკოს 20 წლის არგენტინელი მცველის, ნეჰუენ პერესის შეძენას შეეცდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.