რომა სმოლინგის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის

რომა და მანჩესტერი მოლაპარაკებებს განაგრძობენ და შეთანხმებასთან ახლოს არიან.მხარეები კიდევ ერთი წლით იჯარას განიხილავენ,შემდგომში 17 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.

სმოლინგის პირველი წლის იჯარა დასასრულს უახლოვდება,თუმცა ინგლისელმა ფეხბურთელმა რომაში დარჩენის სურვილი უკვე დააფიქსირა.

რომას მისი შეძენა ახლავე სურს,თუმცა გუნდმა ვირუსის გამო დიდი ფინანსური ზარალი ნახა და მომავალ სეზონამდე ამ თანხის გადახდას ვერ მოახერხებს და იქიდან გამომდინარე,რომ მანჩესტერის გეგმებში სმოლინგი არ შედის,მისი ტრანსფერი სულ მალე დაიხურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.