Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა სმოლინგის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

ჯალოროსიმ წითელ ეშმაკებს კრის სმოლინგის თაობაზე ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართეა და იმედი აქვს, რომ ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს დღეებში დახურავს.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ გასული სეზონი რომაში იჯარის წესით გაატარა და რომას დარწმუნება მოახერხა, რომ ის გუნდისთვის საჭირო ფიგურაა.

მანჩესტერს 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლდო 20 მილიონი ევრო სურს და სმოლინგს მსურველები ნამდვილად არ აკლია, თუმცა თავად ფეხბურთელს რომში დაბრუნება სურს და სხვა ყველა წინადადებაზე უარს ამბობს, რაც მანჩესტერს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.

შეთანხმება იჯარის ფორმულით მოხდება. რომა სმოლინგის 1-წლიან იჯარაში 3 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება და 14 მილიონის დამატება მოუწევს.

სმოლინგმა გასულ სეზონში რომას მაისური 37 შეხვედრაში მოირგო და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.