Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა სმოლინგის ტრანსფერის დასახურად ემზადება

მარაშ კუმბულას შეძენის მიუხედავად, პაულო ფონსეკას მოთხოვნით რომა კრის სმოლინგის დამატებას მაინც ცდილობს და The Guardian-ის მტკიცებით, ჯალოროსი საბოლოო წინადადებას ამზადებს.

სმოლინგმა გასული სეზონი რომას რიგებში იჯარის წესით გაატარა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა, თუმცა გუნდებმა მის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და სმოლინგი წითელ ეშმაკებს დაუბრუნდა.

მიუხედავად ამისა, რომ ფეხბურთელის შეძენას კვლავ ცდილობს და წყაროს ინფორმაციით, მგლები მანჩესტერს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ, რომელიც მანჩესტერის მიერ მოთხოვნილ 20 მილიონთან ძალიან ახლოს იქნება და ტრანსფერიც დაიხურება.

სმოლინგს მსურველები ინგლისშიც ჰყავს, თუმცა ფეხბურთელს რომაში დაბრუნება უნდა და სხვა ყველა წინადადებას ბლოკავს, რაც მანჩესტერს რთულ სიტუაციაში აყენებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.