Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომა – სმოლინგი: რბოლა დროის წინააღმდეგ

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომა კრის სმოლინგის გაფორმების იმედს არ კარგავს და მანჩესტერთან მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს.

ჯალოროსიმ რამდენიმე საათის წინ წითელ ეშმაკებს კიდევ ერთი წინადადებით მიმართა. მგლები მზად არიან, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადონ, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად 3 საათი რჩება და მხარეებს აჩქარება მოუწევთ.