Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ურჩი ფეხბურთელების გაშვებას ვერ ახერხებს

რომამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობა ისეთი ფეხბურთელებისგან გაწმინდა, რომელიც მოურინიოს გეგმებში არ შედის, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდის დატოვებაზე უარი თქვა და იტალიური წყაროების ინფორმაციით, მხარეებს შორის სერიოზული უთანხმოებაა.

რომას გუნდიდან სტივენ ნძონძის, დავიდე სანტონის და ფედერიო ფაციოს გაშვება სურდა, რითიც სახელფასო ჭერს შეამცირებდა და შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემდა, თუმცა აღნიშნულმა სამეულმა გუნდის დატოვება არ ისურვა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნძონძიმ ბენფიკა, ლილი და კატარის გუნდები გაისტუმრა უარით, ფაციოს გადასვლა ჯენოაში იუარა და ფეხბურთელი სასამართლოში ჩივილს გეგმავს, თუ გუნდი შემადგენლობაში არ დააბრუნებს და ვარჯიშის საშუალებას არ მისცემს.

სანტონს რაც შეეხება, მისი დამატება ფულჰემს სურდა, მაგრამ მხარეებმა პირადი კონტრაქტი ვერ შეათანხმეს და ტრანსფერი ჩაიშალა.

სატრანსფერო ფანჯარა სერია ა-ში კი დაიხურა, მაგრამ გუნდებს ფეხბურთელების გაყიდვა კიდევ შეუძლია და რომას იმედი აქვს, რომ ფეხბურთელების დათანხმებას მოახერხებს და ისინი გუნდს დატოვებენ.