Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ფონსეკას დაუყოვნებლივ დათხოვნას გეგმავს ?

სეზონის ბოლოს პაულო ფონსეკას რომადან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესაძლოა პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდიდან უახლოეს საათებში გაუშვან.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მანჩესტერთან 6 – 2 განადგურების შემდეგ გუნდის მფლობელები გაბრაზებულები და იმედგაცრუებულები არიან და ფონსეკას გაშვებას ახლავე განიხილავენ.

წყაროს ცნობით, დენ ფრიდკინი ტიაგუ პინტუს დღეს შეხვდება და საბოლოო გადაწყვეტილებას სპორტულ დირექტორთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღებს.

გათიშვა