Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ძანიოლოს აიძულებს, ბორნმუთის წინადადება მიიღოს

იტალიური მედიის ცნობით, რომას მფლობელები ნიკოლო ძანიოლოს აიძულებენ, ბორნმუთის წინადადება მიიღოს და კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან, რომ ის სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

იტალიელმა ფეხბურთელმა გუნდის დატოვება თავად ითხოვა, თუმცა მას სერია ა-ში დარჩენა სურს, იტალიური გუნდები კი რომას მოთხოვნილი 30-35 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდის მფლობელი დენ ფრიდკინი ნიკოლოს ქცევით უკმაყოფილოა და მას აღარ სურს, რომ ფეხბურთელმა ჯალოროსის მაისურით ითამაშოს, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნიკოლო ნაპოლის წინააღმდეგ გუნდის განაცხადში მოხვდეს.