Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ჯაკას ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის

ბრიტანული მედიის ცნობით, რომა და არსენალი გრანიტ ჯაკას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან და 28 წლის ფეხბურთელი, რომელიც შვეიცარიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე იტალიის მეტოქე იქნება, სულ მალე მგლების რიგებს შეუერთდება.

ჯაკას ტრანსფერი რომას ახალი თავკაცის ჟოზე მოურინიოს მოთხოვნა იყო და Football London-ის მტკიცებით, ჯალოროსის ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 16-17 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყაროს ცნობით, რომამ ჯაკასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ის ჯალოროსისთან 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.