Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ჯაკას ტრანსფერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებს

რომა და არსენალი შვეიცარიელი ფეხბურთელის გრანიტ ჯაკას ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ და ის უახლოეს 48 საათში ჯალოროსის ფეხბურთელი გახდება.

28 წლის ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა იყო და რომამ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება მალევე მოახერხა, თუმცა არსენალთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა.

რომას მისი გაფორმება 10 მილიონად სურდა, არსენალი კი 20 მილიონს ითხოვდა და Calciomercato-ს ინფორამციით, მხარეები 15 მილიონზე შეთანხმდნენ, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება.

ჯაკა რომასთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 2.5 მილიონი იქნება.