Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ჯაკას ტრანსფერში დიავარას ჩართვას გეგმავს

არსენალსა და რომას შორის გრანიტ ჯაკას ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება. მეთოფეები 28 წლის ფეხბურთელს 23-24 მილიონად აფასებს, თუმცა რომას მის სანაცვლოდ 15 მილიონზე მეტის დახარჯვა არ სურს.

Il Romanista-ს ინფორმაციით, მოურინიოსთვის ჯაკას ტრანსფერი პრიორიტეტია და ჯალოროსი დანებებას არ აპირებს, ამიტომ მზად არის მეთოფეებს მის სანაცვლოდ 15 მილიონთან ერთად 23 წლის ამადუ დიავარა შესთავაზონ.