Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომა ჯეკოს შემცვლელს ეძებს

რომას ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო როგორც ჩანს კარიერას ინტერის რიგებში გააგრძელებს, ჯალოროსი კი მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინტერი რომას 2 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად ბოსნიელთან კი 2-წლიან ხელფასს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წლიურად 6 მილიონი იქნება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომა ჯეკოს ჩანაცვლებას ჩელსის ტამი აბრაჰამის, რეალ სოსიედადის ალექსანდერ ისაკის ან ტორინოს ანდრეა ბელოტის გაფორმებით გეგმავს.