Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომერო:“ ატალანტა იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია“

კრისტიან რომერომ, რომელიც ატალანტას იუვენტუსიდან 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, ბერგამოში გადაბარგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თამაშის საშუალება იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მომეცემა. ატალანტაში გადმოსვლა ჩემი კარიერისთვის კარგი ნაბიჯი იყო, აქ მე სათამაშო პრაქტიკა მექნება და გუნდთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლას ვაპირებ.

„მინდა ჯენოას მადლობა გადავუხადო, სწორედ მათ წამომიყვანეს არგენტინადან იტალიაში. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ჩემი მთავარი მიზანი არგენტინის ნაკრებში მოხვედრაა და დარწმუნებული ვარ, რომ ატალანტაში თამაში ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.