Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რომერო:“ მე იუვენტუსში დარჩენა მსურდა, თუმცა…“

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი კრისტიან რომერო, რომელიც იჯარის წესით ატალანტას რიგებში ასპარეზობს და გასული სეზონის საუკეთესო მცველიც გახდა, დიდი ალბათობით ძალიან მალე ბერგამოელთა სრულუფლებიანი წევრი იქნება, რადგან კონტრაქტის მიხედვით არალანტას მისი გამოსყიდვა 16 მილიონის სანაცვლოდ აქვს და მის გამოყენებას აპირებს.

„იუვენტუსში გადასვლამდე მე დიბალას ძალიან ბევრი ვესაუბრე. ის ჩემსავით არგენტინელია და მისი აზრი მაინტერესებდა. ტურინში გატარებული 3 კვირის შემდეგ, მე დიბალას გარდა დანილოს, კიელინის და ბენტანკურს დავუახლოვდი.

„თუმცა, როდესაც ბერგამოში გადმოვედი, მე მაშინვე მივხვდი, რომ აქ იუვენტუსთან შედარებით სულ სხვა სიტუაცია და გარემო იყო. ატალანტაში ბევრი ახალგაზრდა და უბრალო ფეხბურთელია, რომლებიც თავს გუნდის ნაწილად გაგრძნობინებენ.

„გასულ ზაფხულს იუვენტუსმა მწვრთნელი შეიცვალა და მივხვდი, რომ იქ დარჩენა რთული იქნებოდა. მე ტურინში დარჩენა მსურდა, მაგრამ იქ ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც ბონუჩი, კიელინი და დე ლიხტი არიან.

„მე ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემთვის იუვეში ადგილი არ იყო, მე კი სკამზე ჯდომა არ მსურდა და ერთი სეზონის დაკარგვა არ მსურდა.

„მე ახალგაზრდა ვარ და განვითარებისთვის სათამაშო დრო მჭირდება. იუვე იუვეა, მაგრამ სკამზე ჯდომას მე არ ვაპირებ.

„მინდა თ არა ატალანტაში დარჩენა ? რა თქმა უნდა. მე ველოდები პრეზიდენტი პერკასის სიტყვებს, რომელიც მეტყვის, რომ მე ატალანტას ფეხბურთელი ვარ.

„ჩემით ატალანტას გარდა ბევრი გუნდი ინტერესდებოდა, მაგრამ როდესაც მე ბერგამოელთა ინტერესის შესახებ გავიგე, მაშინვე თანხმობა განვაცხადე.

„ჯენოაში ყოფნის დროს, მე გასპერინის გაწვრთნილი ბევრი თანაგუნდელი მყავდა და ისინი ჯანპიეროზე ყოველთვის დადებითად საუბრობდნენ.

„თუ შენ გასპერინის მოუსმენ და მის მითითებებს გაითვალისწინებ, აუცილებლად განვითარდები. სანამ მას შევხვდებოდი, მე ტაქტიკური თვალსაზრისით მოვიკოჭლებდი, მაგრამ დღეს ამ ასპექტშიც ძლიერი ვარ.“

იუვენტუსმა რომერო ჯენოადან 2019 წელს, 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა და ტურინელები 23 წლის არგენტინელ უკანახაზელს 16 მილიონად ‘დაკარგავენ’.