Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომერო:“ სკუდეტოზე საუბარი ჯერ ადრეა“

ატალანტას უკანახაზელის, კრისტიან რომერის თქმით, მიუხედავად ბერგამოელების კარგი სტარტისა, სკუდეტოზე საუბარი ჯერ ადრეა.

„აქაურ მენტალობას ჯერ კიდევ ვეჩვევი. ატალანტაში მხოლოდ იმიტომ თამაშობ, რომ გაიმარჯვო.

„გუნდს ჩემი გაფორმება ძალიან სურდა და ვფიქრობ, რომ ატალანტაში გადმოსვლა სწორი ნაბიჯი იყო, რადგან იუვენტუსში სათამაშო დრო არ მექნებოდა.

„ივან ჯურიჩის და ჯან პიერო გასპერინის სამწვრთნელო სესიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

„სკუდეტო ? ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარი ძალიან ადრეა. უკეთესი იქნება, თუ თითოეულ თამაშზე მოვახდენთ კონცენტრაციას და ბოლომდე დავიხარჯებით.

„პერსონალური მიზანი ნაკრებში ადგილის მოპოვებაა და ასევე მსურს, რომ ატალანტაში კარგად ვითამაშო და მწვრთნელს დავანახო, რომ მზად ვარ.“