Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რომში დიდი განხეთქილებაა…

რომაში ისეთი ცუდი სიტუაციაა,რომ შესაძლოა პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაჩი სამსახურიდან დაითხოვოს.

მხარეებს შორის დავა ჩელსის ფეხბურთელის,პედროს შესახებ დაიწყო და სხვა უამრავ საკითხს შეეხო.

მათი სამომავლო ხედვები რადიკალურად განსხვავდება და ურთიერთობა მაშინ გაფუჭდა,როდესაც პალოტამ The Friedkin Group-ის შეთავაზება დაბლოკა გუნდის გაყიდვასთან დაკავშირებით,ამის გამო კი გუნდი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებშია.

პალოტა კი გუნდის წარუმატებლობას და ფინანსურ კრიზისს პეტრაჩის და მის მიერ არჩეულ სტრატეგიას აბრალებს.ეს დავა შესაძლოა სასამართლომდეც მივიდეს,რადგან პეტრაჩის რომასთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს და წელიწადში 1 მილიონ ევროს იღებს,რასაც ასე მარტივად არ შეელევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.