Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს ბეკჰემის გუნდი ეპატიჟება

მესის პსჟ-ში მისვლის შემდეგ, ბევრს კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გამორიცხული ეგონა, რადგან ევროპაში ლეგენდარული პორტუგალიელის ფინანსური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ პარიზელებს შეუძლიათ, თუმცა როგორც ჩანს კრიშტიანუს მსურველები ოკეანის გადაღმაც ჰყავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კრიშტიანუ რონალდუს გაფორმება დეივიდ ბეკჰემს და მის გუნდს – MLS-ის მაიამის ინტერს სურთ.

მაიამიმ იუვენტუსიდან ბლეიზ მატუიდი და გონსალო იგუაინი უკვე დაიმატა, თუმცა გუნდი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას მაინც ვერ ახერხებს და ბეკჰემმა ამჯერად თვალი რონალდუს დაადგა, თუმცა რამდენად არის მზად კრიშტიანუ ევროპის დასატოვებლად, რთული სათქმელია…